სკოლაში ჩხუბის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოზარდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირსპირდნენ. ჩხუბის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მოსწავლეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. 

მომხდარის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, შეტყობინება მომხდარის შესახებ შსს-ში სკოლის მანდატურისგან შევიდა. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.