სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა.,

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება.

განათლების სამინისტროს ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.