სქურის ტყეში ხანძრის ერთი კერა ლოკალიზებულია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის ტყეში გუშინ გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ისევ მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ერთი კერა ლოკალიზებულია. 

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 15 კაციანი ჯგუფი. მიმდინარეობს ცეცხლის მეორე კერის ქრობის სამუშაოები.

"მაშველები გადაადგილდებიან ფეხით, რადგან რთული გეოგრაფიული რელიეფი გამო შემთხვევის ადგილი მიუვალია", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

უწყების ცნობით, მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.