ქუთაისში 23 წლის ტურისტს ეძებენ

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში ნიდერლანდელ ტურისტს ეძებენ. ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. დაკარგულის ძმის ინფორმაციით, სიიმ ვიგერი ბოლოს კაფეში მეგობართან ერთად იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში აღარ მისულა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო მოქმედებები დაწყებულია.