SOCAR ბათუმის ტრაგედიისას დაზარალებულებს დაეხმარა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს ოფისი 8 ოქტომბერს ბათუმში შენობის ჩამონგრევის  შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა.

კომპანიამ სპეციალურ ფონდში გადარიცხა 10 ათასი ლარი (3,195 აშშ დოლარი).

ბათუმში მომხდარი  ტრაგედიისას დაიღუპა 9 ადამიანი. დაშავებული 53 ოჯახი კი დროებით თავშესაფრებშია განთავსებული.