SOCAR-მა 5 წლის ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

SOCAR-მა 5 წლის ისაკ ბაბაევის მკურნალობის დავალიანება, 14 ათასი ლარი გადაიხადა. 

5 წლის ბიჭი, რომელსაც უმძიმესი დიაგნოზი აქვს, თბილისში, იაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

ისაკის ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, მთელი წლის მკურნალობის დაგროვილი ვალი დაეფარა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელ ინვალიდთა ასოციაციამ SOCAR-ს ინფორმაცია მიაწოდა, კომპანიამ საავადმყოფოს მიმართ დავალიანება მთლიანად დაფარა.