სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი გაჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლს 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი აქრობდა. ხანძარი ტყის ქვედა საფარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა. როგორც report.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლის ღია კერები ლოკალიზებულია.

ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სახანძრო სამსახური ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.