სოფელ გუგუთთან კლდის მასა ჩამოიშალა

ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთში კლდის მასა ჩამოიშალა. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.