სოფელ მამათში ხანძარი ლიკვიდირებულია

გურიის სოფელ მამათში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გუშინ გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრეებმა რამდენიმე კერის ლოკალიზება შეძლეს. მუშაობდა ცოცხალი ძალა გურიიდან და აჭარიდან. მათ ადგილობრივები ეხმარებოდნენ.