სოფელ მუჟავას მთაზე ხანძარია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავას მთაზე ხანძარია. მიუვალი ადგილის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა მონაწილეობს. მძიმე ტექნიკა ცეცხლის კერამდე ვერ მიდის. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ქრობის პროცესი შეაჩერეს. 

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.