სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია

სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. 

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარის ართულებდა.