სოფელ რუისპირში ხანძარია - ცეცხლი შენობებზე გადავიდა

სოფელ რუისპირში ხანძარია. ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, შემდეგ კი მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა. 

ადგილზე მობილიზებულია  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარის ართულებს.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას ახდენს. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.