სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო.

ადგილობრივებმა Report.ge-ს აცნობეს, რომ ოჯახის წევრებმა ის საქონლის სადგომში იპოვეს. გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.