სოფელ ტინისხიდში მაღალი ძაბვის გამო ათეულობით ოჯახში ტექნიკა გადაიწვა

სოფელ ტინისხიდში, მაღალი ძაბვის გამო, 20-მდე ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეწვა. 2 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო სოფლის სკოლაც, სადაც ელექტრო გაყვანილობა მწყობრიდან გამოვიდა. მაღალი ძაბვა სოფელში, ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. მომხდარზე პასუხისმგებლობა კომპანია "ენერგი-პრო-ჯორჯიამ” აიღო. კომპანიაში მზად არიან მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურონ.