სოფელ წყორძაში საცხოვრებელი სახლი იწვის

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე ამ წუთებში 4 სახანძრო მანქანა მუშაობს. როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც. 

ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. პირველადი ინფორმაციით ცეცხლი მოძველებულ ელექტრო სადენებს გაუჩნდა.