სოფელ ჟონეთის მოსახლეობამ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში ჰიდროელექტროსადგურის განახლებული მშენებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გააპროტესტა. 

აქციის მონაწილეებმა იმ ტერიტორიაზე მისვლა სცადეს, სადაც რამდენიმე კვირის წინ ჟვარი აღმართეს და კარავი დადგეს. თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

შელაპარაკება მცირე ხმაურიან ინციდენტში გადაიზარდა. 

კომპანიაში, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, აცხადებენ, რომ პროტესტი პოლიტიკურად მოტივირებულია.