სომეხი ჟურნალისტები საქართველოში არ შემოუშვეს

სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე 11 ოქტომბერს იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატრიანი და ტიგრან აკოპიანი ოთხ საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, მოგვიანებით კი ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ სომხური მედია იუწყება. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. როგორც თავად ჟურნალისტები ამბობენ, საბაჟო ოფიცრებმა „საჭირო აკრედიტაცია“ და „ინტერვიუს ნებართვა“ მოსთხოვეს. მათ უარი უთხრას კამერისა და მიკროფონების შეტანაზეც.

ჟურნალისტებმა საზღვრის გადალახვა მეორედ, ტექნიკის გარეშეც სცადეს თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა ამ შემთხვევაშიც ვერ შეძლეს.