სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე გადავეცით - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ ბაქო ყოველთვის კეთილ ნებას გამოხატავს. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა რუსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.

”საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ჩვენ სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე გადავეცით. ამასთან, ამ 6 თვის განმავლობაში, რუს სამშვიდობოებთან და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად აღმოვაჩინეთ და სომხურ მხარეს გადავეცით, ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე დაღუპული 1600 ჯარისკაცის ცხედარი. 

შედარებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, სომხეთს არც ერთი დაკარგული აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი არ გადმოუცია", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.