სპეცდანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა რუსთაველის გამზირი დატოვა. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წამომადგენლები რჩებიან. გახსნილია გზის სავალი ნაწილი და აღდგენილია მოძრაობა. ადგილზე რჩება სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა. 

პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო გამოსვლები განაახლეს. ამ წუთებში დემონსტრანტების ნაწილი იმყოფება 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამომსვლელები ტრიბუნაზე დგანან და სიტყვით გამოდიან. 

პარალელურად, პარლამენტში ბიუროს სხდომის დასაწყებად ემზადებიან.