სპეცრეისით ჩამოყვანილი მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა აქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ საქართველოს მოქალაქეებიდან შვიდს ტემპერატურა დაუფიქსირდა. 

იტალიიდან საქართველოში სპეცრეისით სულ 156 მოქალაქე ჩამოფრინდა. მათ შემოწმება აეროპორტშივე გაიარეს, საიდანაც ნაწილი კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო 7 პირი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.