სროლა ვარკეთილში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიკეტა და რამდენიმე გასროლა მოახდინა. ის სახლში მარტოა. 

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.