ზუგდიდში ენმ-ის მიერ პირბადეების დარიგებისას დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა

"ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დარიგდა, რა დროსაც ადგილზე მისულმა ადამიანებმა დისტანციის დაცვა ვერ შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.