სტიქია აბაშაში - დატბორილია საცხოვრებელი სახლები

სტიქიამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა. 

ძლიერი წვიმის შედეგად აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში მდინარე ნოღელა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. 

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.

მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.