სტიქია ქობულეთში - დატბორილია სახლები

ქობულეთში გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ფართები. 

ძლიერი წვიმის გამო, მეწყრული პროცესები განვითარდა ქობულეთის სოფლებში. სტიქიის გამო, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ზიანი მიადგა სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტს.

შემთხვევის ადგილებზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.