სტიქია ლაგოდეხში - ძლიერმა ნალექმა სოფლები დააზარალა

ლაგოდეხში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სოფელ მსხალგორში დატბორილია სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო სეტყვაც. ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში report.ge-ს განუმარტეს, რომ შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში მუშაობას დღეს დაიწყებენ.