სტიქია ყვარელში - სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

სტიქია ყვარლის მუნიციპალიტეტში - რამდენიმე სოფელში სეტყვამ ნათესები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. დაზარალებულ სოფლებს შორის არის შილდა და საბუე.

სეტყვას თან ახლდა ძლიერი ქარი, რის შედეგადაც ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ხეები წაიქცა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.