სტიქია რაჭაში - ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა ონის მუნიციპალიტეტში ხეები დაამტვრია, დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

ამ დროისთვის რაჭაში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. პარალელურად მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების გადახურვის და ელექტრო გადამცემი სადენების აღდგენითი სამუშაოები. 

ქარისგან დამტვრეული ხეებისგან იწმინდება ტრიტორია.