სტიქია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - დაზარალდებულია 4 სოფელი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 4 სოფელში - პატარძეულში, ნინოწმინდაში, გიორგიწმინდასა და წყაროსთავში, ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა შიდა გზები დააზიანა. განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთების და მოსავლის ნაწილი.

სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი სადენებიც, რის გამოც, შეიზღუდა ელექტრომომარაგება. 

ადგილზე ჩავიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამსახური სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის.