სტიქია საგარეჯოში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სტიქია იყო. ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ქალაქი საგარეჯო, ასევე სოფლები: პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი.

ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ქალაქი საგარეჯო და რამდენიმე სოფელი.

"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.