სტიქიამ კახეთი დააზარალა

სტიქია იყო კახეთში. ძლიერმა სეტყვამ თელავის, ყვარლისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები დააზარალა.

განადგურებულია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები და მრავალწლიანი კულტურები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის სახურავები.

რეგიონში ზარალის შემსწავლელი კომისიები მუშაობას ხვალ დილიდან დაიწყებენ.