სტიქიამ კახეთი დააზარალა

სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზაალა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში. 

დასეტყვილია ნაკვეთები, წაქცეულია ხეები, განადგურებულია ვენახები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.