სწორი გადაწყვეტილებაა - კულუმბეგოვი

"ტურისტი = ორჯერადი ვაქცინაცია + ტესტირება! სწორი გადაწყეტილებაა, იმედია მალე მოიყვანენ სისრულეში" - ასე ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომლის ინფორმაციითაც, იმისთვის რომ საქართველოში გაყალბებული აცრების დოკუმენტებით ტურისტების შემოსვლა და ვირუსის გავცელების საფრთხე შემცირდეს, შესაძლოა სრულად აცრილ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, PCR ტესტირების გავლა მოუწიოთ.

„დაცვა უნდა იყოს ორმაგი, რაც გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მოვითხოვოთ ტურისტებისგან საქართველოს ტერიტორიაზე მათი ტესტირება, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი გარანტი გვაქვს იმაზე, რომ გაყალბებულ დოკუმენტაციასთან საქმე არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ტურისტების გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება" - განაცხადა ტიკარაძემ.