სწრაფად უნდა მოიძებნოს ასეთი კლინიკა - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, ამიტომ მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანა აუცილებელია.

მისი თქმით, სწრაფად უნდა მოიძებნოს ისეთი კლინიკა, სადაც მკურნალობა ნიერორეაბილიტაციის მიმართულებით დაიწყება.

"პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რა თქმა უნდა, არის სასჯელაღსრულების სისტემა და ის ჰოსპიტალი, სადაც მკურნალობს. სამწუხაროდ, არ არის ეფექტური მკურნალობა, კვლავ არის წამყვანი ვერნიკეს სინდრომი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და ეს არის საფრთხის შემცველი სინდრომი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ინვალიდიზაცია. ამ ეტაპზე, აუცილებელია განხორციელდეს ის რეკომენდაციები, რაც ცენტრმა "ემპათიამ" გასცა და შესაბამისად, მოძიებული იქნას ისეთი კლინიკა, სადაც წავა ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით მისი მკურნალობა", - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.