საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ მოსახლეობას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

„ 4 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 5 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: სოფელ დიღომში, ვაჟა-ფშაველას, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელის, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.