სულ მიყვარს, ყველგან და ყოველთვის - ირინა სარიშვილი

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში თბილისში მოსულ თოვლზე წერს:

"სულერთია როდის წამოვა თოვლი. აგვისტოშიც წამოვიდეს. მაინც მიყვარს.

რაც მიყვარს, სულ მიყვარს, ყველგან და ყოველთვის.

მერე ტალახი იცის თბილისშიო.

მერე რა? ამ წუთას ხო თოვს და მე ამ წუთას ვცხოვრობ.

ხვალ იქნება ხვალ და იქნებ არც იყოს.

ამ წუთას კი თოვს თან რა ლამაზად თოვს" - წერს სარიშვილი.