სუს: ახალუბანთან დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია

სოფელ ახალუბანთან დაკავებული მწყემსი გათავისუფლებულია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში განაცხადეს. ჯუმბერ ფსიტიძე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებუყლი იყო „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.