სვანეთში მიკროავტობუსის მძღოლს სცემეს - კაცი გარდაიცვალა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლს სასიკვდილოდ სცემეს. 

შემთხვევა 5 ივნისს მოხდა. მთავარი არხის ინფორმაციით, კაცს რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა. 

მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.