სვანეთიდან ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებულები გადაჰყავთ

სვანეთიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი გადაჰყავთ.

ინფორმაცია Report.ge-ს ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ქუთაისში, კორონავირუსზე 1270 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულები სვანეთის ე.წ კლასტერიდან არიან.