სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამწვანების აქცია გაიმართა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში გამწვანების აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 30 სახეობის 700 ძირი დეკორატიული მცენარე დაირგვება. აქციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და აქციის სხვა მონაწილეებმა ტაძრის ეზოში აბელიას და კოწახურის ნერგები დარგეს.

გამწვანების აქცია საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით გაიმართა.