შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, აღნიშნულ მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა აკრძალული იყო.