თალაკვაძე: ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია

"შემაძრწუნებელი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. 

"ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

ყველაფერი კეთდება დაშავებულთა დასახმარებლად და იმედია, მათ გადარჩენას მაშველები და ექიმები შეძლებენ,"- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემხვერპლა.

მგზავრთა ძებნის და იდენტიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება გრძელდება.
შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.