თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, ავტომობილში იპოვეს.

სამართალდამცველებმა ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღის წინ დაიკარგა.

ახალგაზრდა ქალი სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა.