თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და პროგრამისტებს მიმართავს. 

,,პროგრამისტებს ყველა ქვეყნისა, მოგიწოდებთ!!! გაერთიანდეთ და ჩემი უმანკო გოგონას მკვლელების საპოვნელად დამეხმაროთ რითაც შეგიძლიათ და მოიპოვოთ კომპრომატები", - წერს თეონა თამაზაშვილი.

ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.