ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მის შვილს იარაღი არ ჰქონია

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ დღეს დაკავებულ მის მეორე შვილს, ბიძინა ესებუას იარაღი არ ჰქონია. მისი თქმით, შვილის დაკავების შესახებ ტელევიზიით შეიტყო. 

არ ვიცოდი, ტელევიზიით გავიგე. მეტი არაფერი არ ვიცი. ჩემს შვილს არც იარაღი ჰქოდა და არც ხელყუმბარა, საიდან ამოიღეს? სახლიდან არ არის ამოღებული. გზაშია დაკავებული და გავიგებ ყველაფერს. 23-ში იყო თუ 25-ში, მერე კონტაქტი არ ჰქონდა არავის. ვაპირებ გარკვევას, რა მოხდა“, – განაცხადა ტარიელ ესებუამ.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა, ტარიელ ესებუა პოლიციამ დღეს დააკავა