თავდაცვის მინისტრმა ხონში საარტილერიო ბრიგადის ბაზა მოინახულა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზა მოინახულა. მან ყაზარმებისა და სასადილოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. 

"დასრულების ფაზაშია შენობების შიდა და გარე მოპირკეთების სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს ბაზამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. 

მინისტრი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.