თავდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ავღანეთში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა, ტყუილია

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ავღანეთში არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და გამარჯვებულიც გამოაცხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"ეს არის “ფეიკ ნიუსის” კლასიკური მაგალითი.საარჩევნო უბნები ავღანეთში საქართველოს დროით 20:00-ზე დაიხურება, ხოლო შედეგს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს. დაელოდეთ შედეგებს მოქალაქეებო, ნუ ატყუებთ ამომრჩევლებს. სირცხვილია”, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა,ნიკოლოზ მოლოდინაშვილმა.