თავდაცვის სამინისტრომ ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს 3 მარტი მიულოცა

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს. სამხედროები მთელი საქართველოს მასშტაბით დილიდან სამშობლოსათვის დაღუპული მეგობრების ოჯახებს სტუმრობდნენ. მათ დაღუპული სამხედროების დედებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილი თაიგულები და მადლობის წერილები გადასცეს.