თავდაცვის ძალების მეთაური NATO-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი NATO-ს შტაბ-ბინაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. 

შეხვედრა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა გახსნა. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა ავღანეთში, NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მიმდინარეობა, არსებული უსაფრთხოების გარემო და მისიის გაგრძელებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.

NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე 185-ე შეხვედრების სესიას მასპინძლობს. 

ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკვე გამართა შეხვედრები მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში (SHAPE), NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან და უცხოელ კოლეგებთან.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.