"თავისუფალი დემოკრატები" ღირსების მარშს უერთდებიან

"თავისუფალი დემოკრატები" ღირსების მარშს უერთდებიან. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის თამარ კეკენაძის განცხადებით, ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში. 

"მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა და საზოგადოების არათანაბარ წევრებად წარმოჩინება. ჩვენ თუ გვინდა შევდგეთ როგორც სახელმწიფო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანაბრად იგრძნოს თავი დაცულად და თვითრეალიზებულად ამ ქვეყანაში", - აცხადებენ "თავისუფალ დემოკრატებში".