თავისუფლების მოედანზე ღონისძიება "საქართველოს გზა ევროპისკენ“ იწყება- PHOTO

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ თავისუფლების მოედანზე იწყება. ღონისძიების ინიციატორი პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციაა.

თავისუფლების მოედანზე მივიდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს.

ევროპის კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრებად რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.